ტონობით კოკაინის გადატანაში ქართველი ფიგურირებს – სპეცოპერაცია პორტუგალიაში (ფოტო)

პორტუგალიის სანაპიროსთან სამართალდამცველების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, დაკავებულია “Sea Scan 1” გემის ეკიპაჟი, მათ ბრალი 2,5 ტონა კოკაინის გადატანაში ედებათ, დაკავებული ეკიპაჟის წევრებს შორის ერთი ქართველია.
აღნიშნული გემი, დაკავებულია ნარკოტიკების ბრუნვის საწინააღმდეგო საერთაშორისო ოპერაციის ფარგლებში. გემის ბორტზე 2,5 ტონა კოკაინია აღმოჩენილი. დაკავებული 11 ეკიპაჟის წევრიდან 8 უკრაინელი, ერთი ქართველი, ნიდერლანდელი და ფრანგია.
პორტუგალიის სამართალდამცველების ინფორმაციით, ეკიპაჟის რამდენიმე წევრი აქამდეც იყო ნასამართლევი ნარკოტიკების ვაჭრობის ბრალდებით. წინასწარი შეფასებით, აღმოჩენილი ნარკოტიკის ღირებულება 143 მილიონ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები