ვლადიმერ ბორცვაძე: ფარული კადრების გავრცელების საქმეზე გამოძიების პრიორიტეტია დადგინდეს პირველწყარო

შინაგან საქმეთა მინისტრის ახლადდანიშნულმა მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ, პირადი ცხოვრების ამსახველი​ ფარული კადრების მასობრივად გავრცელების საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი განცხადებით კადრების გავრცელების საქმეზე გამოძიების პრიორიტეტია დადგინდეს პირველი წყარო, თუ ვინ გაავრცელა ეს ჩანაწერები პირველად.
“ნომერ პირველი პრიორიტეტი ამ სისხლის სამართლის საქმეში არის ის, რომ გავიდეთ პირველ წყაროზე – ვინ გაავრცელა ეს ჩანაწერი. გამოძიება გრძელდება და ტარდება ოპერატიულ-საგამძიებო ღონისძიებები. გვაქვს არაერთი ვერსია, მივდივართ სხვადასხვა მიმართულებით და შესაბამისად დაველოდოთ გამოძიებას.
გადავამოწმებთ გარკვეულ ვერსიებს, შევისწავლით ასევე ძველი საქმის მასალებს. უნდა დაველოდოთ გამოძიებას. ამ ეტაპზე რაც უმნიშვნელოვანესია ინტენსიურად ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.” – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები