ვაკეში მაღაზია გაქურდეს

თბილისში ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე ფეხსაცმლის მაღაზია გაქურდეს.
“კვირას” ინფორმაციით, მომხდარში არასრულწლოვანები ფიგურირებენ.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 – ე ქურდობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები