„ივანე მაჩაბელი – ილია ჭავჭავაძის იდეური მემკვიდრე” – საჯარო ლექცია გაიმართება

8 თებერვალს, 17:00 საათზე,  ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ივანე მაჩაბლის დაბადებიდან 165-ე წლისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია „ივანე მაჩაბელი – ილია ჭავჭავაძის იდეური მემკვიდრე” გაიმართება.
საღამოს უმასპინძლებს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ფილოლოგიის დოქტორი ჯული გაბოძე.
1873 წელს ივანე მაჩაბელმა ილია ჭავჭავაძესთან ერთად პეტერბურგში ყოფნის დროს ორიგინალიდან თარგმნა შექსპირის „მეფე ლირი“.
1882-1883 წლებში იყო „ივერიის“ თანარედაქტორი. 1883 წლიდან რედაქტორობდა გაზეთ „დროებას“. ივანე მაჩაბელი იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“, თეატრალური საზოგადოების, სასკოლო კომიტეტის, „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისიის წევრი, პოემის 1888 წლის გამოცემის რედაქტორი, სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი.

მისამართი: თბილისი, გ. ჩუბინაშვილის ქ. 22, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები