ეროვნული კინოცენტრი მწუხარებას გამოთქვამს გურანდა გაბუნიას გარდაცვალების გამო

ეროვნული კინოცენტრი მწუხარებას გამოთქვამს ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის – გურანდა გაბუნიას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მსახიობის ოჯახს.
საქართველოს სახალხო არტისტი გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
1960 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასში. 1975–2019 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი.
გურანდა გაბუნია არის ფოთის საპატიო მოქალაქე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მსახიობი ქალი სამგზის („პროვინციული ამბავი“ „შიში“ „მიტევების დღე“).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები