„სუხიშვილების“ ხანგრძლივი ტურნე პოლონეთსა და უკრაინაში დაიწყო
ანსამბლი „სუხიშვილები“ ხანგრძლივ გასტროლებს მართავს პოლონეთსა და უკრაინაში. „სუხიშვილების“ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ანსამბლი 50-ზე მეტი კონცერტით გამოვა.
„სუხიშვილების“ ტურნე პოლონეთიდან იწყება. პირველი კონცერტი ნაციონალურმა ბალეტმა ქალაქ ვროცლავში გამართა. გასტროლი 2 აპრილს დასრულდება.