61-ე სკოლის მე-11 კლასელები პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან

ამ წუთებში 61-ე სკოლის მე-11 კლასელები, რომლებიც დღეს ინციდენტის გამო ერთმანეთს დაუპირსპირდნენ, გამოკითხვაზე იმყოფებიან და გამომძიებლის კითხვებს პასუხობენ.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, თანაკლასელების გამოკითხვა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე შს სამინისტროს შენობაში მიმდინარეობს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს მეორე გაკვეთილის დაწყებამდე, შესვენების დროს 61-ე საჯარო სკოლის მე -11 კლასის ორი მოსწავლე ერთმანეთს დაუპირისპირდა. ისინი თანაკლასელები არიან.
სკოლის დირექტორის შეფასებით, მოსწავლეებს შორის მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა.
მისივე თქმით, ინციდენტის შედეგად, არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები