„ხელოვნება სულის ჰარმონია“ – ჯგუფური გამოფენა გაიმართება
5-12 თებერვალს, 18:00 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ჯგუფური გამოფენა „ხელოვნება სულის ჰარმონია“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, 11 მხატვრის ნამუშევრები გამოიფინება.
მონაწილეები: გელა პაპიაშვილი, ლადო აბულაძე, ნანი ფოცხვერაშვილი, მარიამ ჭანტურია, ალექს ბიგანაშვილი, ირინა ჩიტაშვილი, ანა ბოტკოველი, მარიამ კავლელაშვილი, მაია კუჭავა, მარიამ მჭედლიშვილი, ნათია თუშიშვილი.