პოეტ ტარიელ ხარხელაურთან შეხვედრა გაიმართება

5 თებერვალს, 17:00 საათზე, ახალი პლატფორმის ,,93-ე აუდიტორიის” ეგიდით გაიმართება მორიგი შეხვედრა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, მიწვეული სტუმარი იქნება პოეტი ტარიელ ხარხელაური. სტუდენტებს საშუალება ექნებათ, დამსწრე საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება გააცნონ.
ათეული წლების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 93-ე აუდიტორიაში (ახლანდელი 206-ე, ნიკო ცხვედაძის სახელობის აუდიტორია) იმართებოდა სტუდენტური ლიტერატურული ღონისძიებები. ახალგაზრდა მწერალთა წრის შეხვედრა-დისკუსიებზე მაშინ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ნაკლებად ცნობილი, ახლა კი უკვე სახელგანთქმული მწერლები თუ პოეტები, თავიანთ ნაწარმოებებს აცნობდნენ საზოგადოებას და პირველ ნაბიჯებს დგამდნენ სამწერლობო ასპარეზზე. მაშინდელ თაობას ახსოვს ახალგაზრდული გულწრფელობით, ენერგიითა და რომანტიზმით სავსე საღამოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები