საქართველოში მერაია ქერის კონცერტი მაისში იგეგმება
საქართველოში მომღერალ მერაია ქერის კონცერტის ჩატარება მაისში იგეგმება. ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას განაცხადებით, აღნიშნულ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
„არის საუბარი იმაზე, რომ შესაძლებელია, მერაია ქერი ჩამოვიდეს და უკვე მაისში გამართოს პირველი კონცერტი. როგორც კი იქნება დაზუსტებული, შეგატყობინებთ“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, კონცერტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია თებერვლის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი.