მწერალ გურამ პეტრიაშვილთან შეხვედრა გაიმართება

1 თებერვალს, 17 საათზე, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო ცენტრში,  მწერალ გურამ პეტრიაშვილთან შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრას თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ატარებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საქართველოში უკვე მეოთხედ აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. ღონისძიების ოფიციალური პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაცია Litworld-ია.
მისამართი: თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. 10, საგანმანათლებლო ცენტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები