„ბავშვები მწერალთა სახლში“ – მორიგი შეხვედრა „თუთინამეს“ დაეთმობა
2 თებერვალს, 13:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში, მორიგი შეხვედრა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრა სპარსულ-ტაჯიკური კლასიკური პროზის შესანიშნავ ძეგლს „თუთინამეს“ ეძღვნება, რომელიც ინდური “მუკასაპტის” მიხედვით მე-14 საუკუნეში გადაამუშავა და დაწერა სპარსული წარმოშობის ინდოელმა მწერალმა და ექიმმა, ზიაედინ ნახშაბიმ. თუთიყუშის წიგნი – ასე ითარგმნება არაკების ამ კრებულის სათაური, სადაც თუთიყუში სხვადასხვა არაკს უყვება მისი პატრონის ცოლს…
შეხვედრები „ბავშვები მწერალთა სახლში“ შაბათობით ტარდება.