წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე – ნეკა სებისკვერაძე ბავშვებს ზღაპრებს წაუკითხავს
1 თებერვალს, 15:00 საათზე, თბილისის მერიის მთავარ ბიბლიოთეკაში, მომღერალი ნეკა სებისკვერაძე ბავშვებს ზღაპრებს წაუკითხავს.
როგორც „კვირას“ ბიბლიოთეკიდან აცნობეს, ღონისძიება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს უკავშირდება. ასე რომ, პატარა მკითხველები ნეკას ზღაპრებს მოისმენენ.