საგურამოში დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან შეხვედრა გაიმართება

31 იანვარს, 19:30 საათზე, საგურამოს წმინდა გიორგის ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით, გაიმართება შეხვედრა დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრის თემაა სულიერი ცხოვრების აუცილებლობა.
შეხვედრის მეორე ნაწილში დამსწრეებს კითხვის დასმის საშუალება ექნებათ. შეხვედრა გაიმართება ტაძრის ეზოში არსებულ ბიბლიოთეკის შენობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები