ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში „ქართული ხმებისა” და ,,შვიდკაცას” ერთობლივი კონცერტი გაიმართა

ამღერებული დარბაზი, მონატრებული ქართველი მომღერლები და დაუვიწყარი ემოციები – ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ლეგენდარული ანსამბლების: „ქართული ხმებისა“ და ოზურგეთის „შვიდკაცას“ ერთობლივი კონცერტი გაიმართა. მომღერლებს დიდხნიანი ურთიერთობა აკავშირებთ. ეს ღონისძიება, სწორედ, მათი მეგობრობის 30- წლიან იუბილეს მიეძღვნა. ანსამბლებმა დარბაზთან ერთად ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი სიმღერები შეასრულეს.
ღონისძიება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები