ექსპერიმენტული კინოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლის, იონას მეკასის დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება
29 იანვარს, 19:00 საათზე, „ფრონტლაინ კლუბში“ ლიტვური წარმოშობის ამერიკელი რეჟისორისა და არტისტის, იონას მეკასის ერთ-ერთ უკანასკნელი ექსპერიმენტული დოკუმენტური ფილმის „Outtakes from the Life of a Happy Man“ (2012) ჩვენება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ფილმის დაწყებამდე იონას მეკასზე ისაუბრებს დოკუმენტალისტი ანა ძიაპშიპა.
ექსპერიმენტული კინოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იონას მეკასი 23 იანვარს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლიტვური წარმოშობის ამერიკელი რეჟისორი და არტისტი, რომელსაც ბევრი განიხილავს ამერიკული ავანგარული კინოს ფუძემდებლად, 1950 წლებიდან ნიუ- იორკში იწყებს ექსპერიმენტული კინოს კურატორობას და ძმა ადოლფუსთან ერთად აარსებს კინოჟურნალს – Film Culture. 60-იან წლებში ის იღებს მხატვრულ ფილმებს „Guns of the Trees“ (1962) და „The Brig“ (1964). უკანასკნელს მოპოვებული აქვს ვენეციის კინოფესტივალის გრან- პრი.
1964 წელს იონას მეკასი აარსებს Filmmakers’ Cinematheque-ს, შემდგომში Anthology Film Archives, რომელიც წარმოადგენს ავანგარდული კინოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვანი საცავს. მეკასი თანამშრომლობდა ენდი უორჰოლთან, ალენ გინსბერგთან, იოკო ონოსთან, ჯონ ლენონთან, სალვადორ დალისთან.
მეკასის სარეჟისორო ნამუშევრებიდან აღსანიშნავია მისი დღიურის პრინციპით გადაღებული ფილმები, როგორიცაა: Walden (1969); Lost, Lost, Lost (1975); Reminiscences of a Journey to Lithuania (1972), Zefiro Torna (1992), and As I Was Moving Ahead Occasionally I Saw Brief Glimpses of Beauty(2001), რომლებიც ნაჩვენები იყო ფესტივალებსა და მუზეუმებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.