რუმინეთში ბესიკ გაბაშვილის ძეგლი გაიხსნა

რუმინეთის  ქალაქ იაშის ისტორიულ ცენტრში, ქართველი პოეტისა და დიპლომატის, ბესიკ გაბაშვილის ბიუსტი გაიხსნა.
ქართული კულტურის დღეებზე პირველად იქნა წარმოდგენილი რუმინულ ენაზე თარგმნილი ბესიკის ლექსების კრებულის მეორე გამოცემაც. ასევე გაიმართა ბესიკის ეპოქის რუმინეთისა და საქართველოს ამსახველი ფოტოსურათების გამოფენა, თბილისისა და ქუთაისის თანამედროვეობისადმი მიღვნილი გამოფენა – „თბილისი, ქუთაისი – კულტურა გვაახლოებს“.
შეთანხმება გაფორმდა ქალაქების – იაშისა და ქუთაისის დამეგობრების შესახებ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კულტურის ცნობილი მოღვაწეები და ლიტერატურის კრიტიკოსები, რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, ქალაქ იაშის მერი მიხაი კირიკა და ქუთაისის მერიის დელეგაცია.
ქართული კულტურის დღეები რუმინეთში 24-25 იანვარს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები