„25 იანვარს დაბადებულა ფშავის კლდეების ნატეხი – მიხა ხელაშვილი“…

25 იანვარი ქართველი სახალხო პოეტის, 1920-იანი წლების ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილის და „შეფიცულთა რაზმის“ წევრის, პოპულარული ლექსის „ლექსო ამოგთქომ ოხეროს“ ავტორის, მიხა ხელაშვილის დაბადების დღეა. იგი 119 წლის გახდებოდა.
სოციალურ ქსელში მისი დაბადების დღეს ასე ეხმაურებიან მწერლები.
„25 იანვარს დაბადებულა ფშავის კლდეების ნატეხი – მიხა ხელაშვილი… ყოჩაღ ფშავლებო! ღმერთმა გიმრავლოთ ხელაშვილები, რაზიკაშვილები, გოდერძაულები… ისევ გვჭირდება ასეთები, როგორც არასდროს…
სამშობლო!
სამშობლო!!
სამშობლო!!!“- წერს პოეტი გიგლა ჭინჭარაული.

 მიხეილ ღანიშაშვილი კი ასე ეხმაურება ამ დღეს:

„წლევანდელი “მიხაობისთვის” ნამდვილად მექნებოდა სათქმელი, რომელიც ამ წლების, რაც ეს ჭეშმარიტად სახალხო დღეობა ტარდება, უმნიშვნელოვანეს მიღწევად მიმაჩნია:
– ვიტყოდი, რომ სწორედ წელს, ამ ზაფხულს, მეგობრებთან ერთად, შევძელით და დავდგით, მიხა ხელაშვილის ნაფუძარზე, ახადში, მემორიალური ქვა, გავასუფთავეთ იქაურობა და ნაწილობრივ აღვადგინეთ დიდი მამულიშვილისა და ნიჭიერი პოეტის ნასახლარი.
რას ვიზამთ, ცხოვრება არ ყოველთვის ჩვენს მოწონებულზე უკრავს მუსიკას.
მიხა ხელაშვილი ის უკვდავი სულია, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება სამშობლოს მსახურებას შესწირა, ხოლო როცა ეს გარემოებამ მოითხოვა, უყოყმანოდ და გმირულად შეაკვდა წითელ რუს ოკუპანტებს!
დიდება მის სახელს და ნეტარება სულსა მისსა საიქიოსა სამყოფელსა შინა!
ყველას გილოცავთ ხვალინდელ დღეს, მეგობრებო!“ – წერს მიხეილ ღანიშაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები