ლიეტუვის საელჩო საქართველოში მწუხარებას გამოთქვამს რეჟისორ იონას მეკასის გარდაცვალების გამო

ლიეტუვის საელჩო საქართველოში მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ლიეტუველი ამერიკელი რეჟისორისა და ამერიკული ავანგარდული ფილმის ერთ-ერთი ფუძემდებლის – იონას მეკასის გარდაცვალების გამო. რეჟისორი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„ამერიკაში ლტოლვილად წასულ მეკასს ხშირად მოიხსენიებენ იატაკქვეშეთის ფილმების ტიტანად. ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში მან გამოიარა ნაცისტების ტერორი და მხოლოდ ამის შემდეგ გაემგზავრა ამერიკაში, სადაც იქცა კიდეც ლეგენდად, რომლის გარდაცვალებაც დიდი დანაკლისია როგორც ლიეტუვური, ისე ზოგადად მსოფლიო კულტურისათვის.
სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს და მეგობრებს“, – აღნიშნულია საელჩოს მეირ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები