ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წინ თენგიზ ზაალიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წინ გამოჩენილი მომღერლისა და საქართველოს სახალხო არტისტის, თენგიზ ზაალიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. შემდეგ კი საზეიმო გალა-კონცერტით გაიმართა.
გასულ წელს საქართველოს სახალხო არტისტს, მომღერალსა და პედაგოგს, თენგიზ ზაალიშვილს, 90 წელი შეუსრულდა. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის განვითარებაში, ქართული ვოკალური ხელოვნების წინსვლასა და აღმავლობაში. მან მრავალი წამყვანი პარტია შეასრულა ქართველ, იტალიელ, რუს და სხვა კომპოზიტორთა ოპერებში.
1985 წელს თენგიზ ზაალიშვილი ქალაქ ატლანტის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს.