თსუ-ში სტუდენტურ ჟურნალ „ანდამატის“ ახალი ნომრის წარდგენა გაიმართება

28 იანვარს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის 307-ე აუდიტორიაში გაიმართება სტუდენტურ – ლიტერატურულ ჟურნალ „ანდამატის“ ახალი ნომრის წარდგენა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ავტორები წაიკითხავენ ნაწარმოებებს საკუთარი შემოქმედებიდან და მიმოიხილება ნომერი. ასევე გაიმართება ჟურნალის პირველი ნომრის განხილვა და შეფასება, რომელშიც მონაწილეობის მიღება და თავისუფალი აზრის გამოთქმის საშუალება  თითოეულ მკითხველს მიეცემა.
დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები