ინა არჩუაშვილის ახალი წიგნის წარდგენა გაიმართება
25 იანვარს, 19:00 საათზე, ნაძალადევის მედიათეკაში ინა არჩუაშვილის ახალი წიგნის – „მე ახლა არავის ველოდები“ წარდგენა გაიმართება.
გამომცემლობა „ინტელექტის“ ინფორმაციით, ეს წიგნი იმ გზაზე გვიყვება, რომელსაც ადამიანი მოსწავლეობიდან მასწავლებლობამდე გადის და მხოლოდ პროფესიას კი არა, მთელ მის ცხოვრებას მოიცავს. ამიტომ, აქ არავინ არავის ჭკუას არ არიგებს, არც აქებს ან უბრაზდება. ინა არჩუაშვილი ერთმანეთზე ბასრ, ცინცხალ და დაუვიწყარ ამბებს ყვება, სადაც ყველა თავის თავს იპოვის, მერე რა, თუ ამ ამბავთან ახლოსაც არ ჩაუვლია.