“ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში”- არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

მიმდინარე წლის 22 იანვარს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით, (02/3, 22.01.2019) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს „ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში“ მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
„სტატუსის მინიჭების ინიციატორია შპას „გუნდა“ და კერძო პირები ნ. დოლიძე და ლ. ქოქიაშვილი. ბარათზე მუშაობის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები უშუალოდ ელემენტის მატარებლები. აღსანიშავია, რომ საქართველო პირველად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო კულინარიულ გამოფენაში “Sirha 2019”, სადაც აღნიშნული ორგანიზაცია და კერძო პირები, გამოფენის ფარგლებში წარადგენენ ქართულ ხაჭაპურს.
ხაჭაპური ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ის ქართული კულინარიული კულტურის სავიზიტო ბარათი და კვებითი რაციონისა და ქართული რიტუალის შემადგენელია. აღნიშნული ელემენტისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება მისი დაცვის მექანიზმად შეიძლება მოვიაზროთ. მნიშვნელოვანია ხაჭაპურის საქართველოს მიერ პოპულარიზაცია რათა გაიზარდოს მისი, როგორც ქართული პროდუქტის ცნობადობა საერთაშორისო სივრცეში“,- აცხადებენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები