ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა კარლის უნივერსიტეტის რექტორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა მარიამ რაქვიაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა კარლის უნივერსიტეტის რექტორთან, ტომაშ ზიმასთან.
მხარეები მიესალმნენ კარლის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც მემორანდუმითაა გაფორმებული.
ტომაშ ზიმამ დაადასტურა, რომ მზად არის ქართულ მხარესთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.