ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა
ნიუ-იორკში, ქვინსის ბიბლიოთეკაში, ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა. ამის გამო ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ფეისბუქსტატუსს აქვეყნებს.
„ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი: ეროვნული ბიბლიოთეკის ძალისხმევით ნიუ-იორკში, ქვინსის ბიბლიოთეკაში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა. პროცესი სამი წლის წინ დაიწყო და დღეს სიმბოლურად დასრულდა – ბიბლიოთეკაში ასობით ქართული გამოცემა, ფილმი და აუდიოჩანაწერია. ამერიკაში ვიზიტით, ჩემს თანამშრომლებთან – ლევან თაქთაქიშვილთან და მაია სიმონიშვილთან ერთად ვიმყოფები. წინ კიდევ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი გვაქვს ჩვენი ქვეყნისთვის,
მადლობა მხარდაჭერისთვის ,,ამერიკის ხმას’’, საქართველოს საკონსულოს ნიუ-იორკში, გამომცემლობა პალიტრა L-ს“, -წერს გიორგი კეკელიძე.