„93-ე აუდიტორია“ აღდგა – დათო მაღრაძის წიგნის „უსადაუროს“ წარდგენა გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღდგენილი ლიტერატურული წრის – „93-ე აუდიტორია“ – პირველ შეკრებაზე პოეტ დათო მაღრაძის წიგნის „უსადაუროს“ წარდგენა გაიმართა. წარდგენას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, სტუდენტები, პროფესორები და კურსდამთავრებულები დაესწრნენ.
„დღემდე რაც მიწერია, რასაც ვერ შეველიე – ამ ერთტომეულშია თავმოყრილი. რაზეც გული მეთანაღრებოდა, შევეცადე თავიდან ჩავრეულიყავი; რაც არ დაექვემდებარა ჩემს შალაშინს, შეველიე და აღარ შევიტანე, რასაც ვერ შეველიე – შევიტანე,“- დავით მაღრაძე.
თსუ-ს რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, 93-ე აუდიტორია ყოველთვის იყო თავისუფლების სივრცე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც პროზაიკოსების, პოეტების, მწერლების, კრიტიკოსების მრავალი თაობა გაიზარდა. „დღეს, „93-ე აუდიტორია“ აღდგა ერთ-ერთი ყველაზე აქტიური 93-ელი დათო მაღრაძის პოეტური კრებულის პრეზენტაციით. ეს ფორმატი სტუდენტებმა შემოგვთავაზეს და ის ძალიან საინტერესოა, რადგან ეს არის დიალოგი სხვადასხვა თაობას შორის. იმედი გვაქვს, რომ ის ხალასი გარემო, რომელიც არსებობდა 93-ე აუდიტორიაში, ისევ აღდგება ამ კედლებში,“- გიორგი შარვაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები