ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სამაგიდო თამაშების გამოფენა – შეჯიბრება გაიმართა

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა  ახალგაზრდა ხელოვანისა და ფილოლოგის, ლევან გელაშვილის მიერ შექმნილი სამაგიდო თამაშების გამოფენასა და შეჯიბრებას უმასპინძლა – საგანგებოდ ერთი დღით გამოიფინა ე. წ. „წერეთლისეული“ „ვეფხისტყაოსნის“ ორიგინალი.
დაგეგმილი ინტერაქტივი „გააფერადე „ვეფხისტყაოსანი“ განკუთვნილი იყო ღონისძიების მცირეწლოვანი სტუმრებისთვის, რომლებმაც შეძლეს, გააეფერადებინათ „ვეფხისტყაოსნის“ სხვადასხვა ხელნაწერის, ასევე, მიხაი ზიჩის მიერ შექმნილი ილუსტრაციები; ხოლო, აქტივობა „გააფერადე ანბანი“ მოიაზრებდა თამარისა და “ვეფხისტყაოსნის” ეპოქის უნიკალური ხელნაწერების საზედაო ასოების მიხედვით მომზადებული ხის რეკვიზიტების საღებავებით შეღებვას.
სამაგიდო თამაშების შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ თბილისის N147 და ქ. გორის N9 საჯარო სკოლები. შეჯიბრება ჩატარდა რამდენიმე ტურად. გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი ჯილდო, რომელიც დააწესა ფონდმა ,,იავნანამ’’ და, ასევე, სხვადასხვა საჩუქარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები