ელდარ შენგელაიასთან შეხვედრა გაიმართება

26 იანვარს, 19:00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, დ. ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის აუდიტორია №1-ში, თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძის ორგანიზებით,  რეჟისორ ელდარ შენგელაიასთან შეხვედრა/მასტერკლასი გაიმართება.
როგორც „კვირას“ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, მასტერკლასი „შეხვედრები თეატრალურში” ციკლით ჩატარდება და საღამოს გაუძღვება ნიკოლოზ წულუკიძე.

მის: რუსთაველის გამზ. №19.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები