ფოლკლორის ცენტრის დარბაზში ბუმბულებისგან შექმნილი ნამუშევრების უნიკალური გამოფენა გაიხსნა
ფოლკლორის ცენტრში უნიკალური გამოფენა გაიხსნა. ბუმბულებისგან შექმნილი ნამუშევრების დათვალიერება 25 იანვრამდეა შესაძლებელი. განსხვავებული სტილის კომპოზიციების, პორტრეტებისა და პეიზაჟების ავტორი მხატვარი ნელი კვახაძეა.
როგორც თავად ამბობს, საღებავების ფული არ ჰქონდა და ნამუშევრების შექმნა ბულმბულებით დაიწყო. მხატვარი წლების განმავლობაში ხატვისა და ხელოვნების მასწავლებლად ვანის სამხატვრო სასწავლებელში მუშაობდა. 61 საუკეთესო ნამუშევარი გამოსაფენად მხატვრის ინიციატივით შეირჩა. მსგავსი ჟანრის გამოფენა ფოლკლორის ცენტრის დარბაზში პირველად გაიხსნა.