სერგო ფარაჯანოვის  ფილმის „საიათნოვას” ჩვენება გაიმართება

25 იანვარს,  20:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების ოფისში სერგო ფარაჯანოვის  ფილმის „საიათ-ნოვას” (ბროწეულის ფერი) ჩვენება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ამ ფილმით ახალგაზრდა მწვანეები ყოველკვირეული ფილმის ჩვენებებს განაახლებენ.
ფილმის შესახებ ისაუბრებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კინომცოდნე, თეო ხატიაშვილი.
დასწრება თავისუფალია, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

მისამართი: წინამძღვრიშვილის ქ. 49.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები