„ვეფხისტყაოსნის“ თემატიკაზე შექმნილი სამაგიდო თამაშების გამოფენა გაიხსნება

22 იანვარს, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი   ახალგაზრდა ხელოვანისა და ლიტერატურათმცოდნის, ლევან გელაშვილის მიერ „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკაზე შექმნილი სამაგიდო თამაშების გამოფენასა და შეჯიბრებას უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენაზე სტუმრობა დამთვალიერებელისთვის შესაძლებელია 14:00 საათიდან, ხოლო ოფიციალური გახსნა დაგეგმილია 16:00 საათზე. გამოფენაზე დასწრება და აქტივობებში მონაწილეობა თავისუფალია; ხოლო, სამაგიდო თამაშების შეჯიბრებაში, რომელიც 16:30 საათზე იწყება, მონაწილეობენ მხოლოდ განსაზღვრული სკოლები – თბილისის N147 და გორის N9 საჯარო სკოლები.
შეჯიბრება ჩატარდება რამდენიმე ტურად. გამარჯვეულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო, რომელიც დააწესა ფონდმა ,,იავნანამ’’ და, ასევე, სხვადასახვა საჩუქარი.
ღონისძების ფარგლებში საგანგებოდ ერთი დღით გამოიფინება ე. წ. „წერეთლისეული“ „ვეფხისტყაოსნის“ ორიგინალი. პარალელურად დაგეგმილია სხვადასხვა საბავშვო ინტერაქტივი.
მის.: მერაბ ალექსიძის ქუჩა, N1/3.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები