„ახალგაზრდა ადვოკატები“ „ნდობის რეიტინგი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ“ შედეგებს აქვეყნებს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ „ნდობის რეიტინგი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ“ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.

რესპოდენტების მიმართ დასმულ 5 შეკითხვაზე – „აპირებთ თუ არა მონაწილეობა მიიღოთ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში“, „გთხოვთ, დაასახელოთ პრეზიდენტობის რეგისტრირებული ერთი კანდიდატი, რომელიც იმსახურებს თქვენს ნდობას“, „რა განაპირობებს კანდიდატის მიმართ თქვენს ნდობას: ა) კანდიდატის გამოცდილება და შეხედულებები, ბ) კანდიდატის საარჩევნო პროგრამა, გ) კანდიდატის პარტიულობა დ) კანდიდატის არაპარტიულობა“, „ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას 2024 წლიდან?“ და „როგორ შეაფასებდით მოქმედი პრეზიდენტის საქმიანობას?“, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

აპირებთ თუ არა მონაწილეობა მიიღოთ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში?

82% – აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას (492 რესპონდენტი)
11.5% – არ აპირებს მონაწილეობის მიღებას (69 რესპონდენტი)
6.5% – ჯერ არ გადაუწყვეტია (39 რესპონდენტი)

გთხოვთ, დაასახელოთ პრეზიდენტობის რეგისტრირებული ერთი კანდიდატი, რომელიც იმსახურებს თქვენს ნდობას: (რესპონდენტს უნდა დაესახელებინა პრეზიდენტობის კანდიდატის სახელი და გვარი)

27% – არც ერთი (162 რესპონდენტი)
20.2% – არ აქვს გადაწყვეტილი (121 რესპონდენტი)
18.8% – სალომე ზურაბიშვილი (113 რესპონდენტი)
18.2% – გრიგოლ ვაშაძე (109 რესპონდენტი)
5.5% – ზურაბ ჯაფარიძე (33 რესპონდენტი)
4% – დავით ბაქრაძე (24 რესპონდენტი)
1.8% – დავით უსუფაშვილი (11 რესპონდენტი)
1.5% – კახა კუკავა (9 რესპონდენტი)
1.5% – შალვა ნათელაშვილი (9 რესპონდენტი)
1.5% – გიორგი ანდრიაძე (9 რესპონდენტი)

რა განაპირობებს კანდიდატის მიმართ თქვენს ნდობას?

65.5% – კანდიდატის გამოცდილება და შეხედულებები (393 რესპონდენტი)
11% – კანდიდატის საარჩევნო პროგრამა (66 რესპონდენტი)
6% – კანდიდატის პარტიულობა (36 რესპონდენტი)
4% – კანდიდატის არაპარტიულობა (24 რესპონდენტი)
2% – კანდიდატის გამოცდილება და შეხედულებები, კანდიდატის საარჩევნო პროგრამა, კანდიდატის პარტიულობა (12 რესპონდენტი)
3.5% – კანდიდატის გამოცდილება და შეხედულებები, კანდიდატის საარჩევნო პროგრამა (21 რესპონდენტი)
0.5% – კანდიდატის გამოცდილება და შეხედულებები, კანდიდატის პარტიულობა (3 რესპონდენტი)

შეკითხვას არ უპასუხა 27-მა რესპონდენტი, რაც გამოკითხულთა 4.5%-ს შეადგენს.

გამოკითხულებმა, აგრეთვე, დაასახელეს სხვა განმაპირობებელი ფაქტორები (პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა, ადამიანობა, სამართლიანობა, ეროვნულობა) (18 რესპონდენტი – გამოკითხულთა 3%)

ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას 2024 წლიდან?

18% – ეთანხმება (108 რესპონდენტი)
71.5% – არ ეთანხმება (429 რესპონდენტი)
10.5% – არ აქვს პოზიცია (63 რესპონდენტი)

როგორ შეაფასებდით მოქმედი პრეზიდენტის საქმიანობას?

25.5% – უფრო დადებითად შეაფასა ვიდრე უარყოფითად (153 რესპონდენტი)
12% – უფრო უარყოფითად შეაფასა ვიდრე დადებითად (72 რესპონდენტი)
17% – დადებითად შეაფასა (102 რესპონდენტი)
21.5 – უარყოფითად შეაფასა (129 რესპონდენტი)
24% – თავი შეიკავა (144 რესპონდენტი)

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სოციოლოგიური გამოკითხვა ქ. თბილისში, 2018 წლის 12 ოქტომბერს, დამოუკიდებელი ინიციატივის ფარგლებში ჩაატარეს. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 600 მოქალაქე მარჯანიშვილის მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიკითხა. გამოკითხვის მიზანს დედაქალაქის მოსახლეობის რეალური განწყობებისა და საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში  მათი მოლოდინების დადგენა წარმოადგენდა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, წინამდებარე გამოკითხვის ფარგლებში, შეეცადა არამხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების ნდობის დადგენას, არჩევნებში მონაწილეობის საკითხის გარკვევას და არჩევანის განმაპირობებელი ფაქტორების გამოვლენას, არამედ შეაფასა, თუ რა დამოკიდებულება გააჩნდა მოქალაქეებს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით მოსალოდნელ არჩევასა და საქართველოს რიგით მე-4 პრეზიდენტის საქმიანობასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, „ახალგაზრდა ადვოკატები“ წინასაარჩევნოდ მოსახლეობის განწყობების დადგენას 2013 წლიდან ახორციელებს. 2013 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა გამოკითხვის შედეგები: „საპრეზიდენტო კანდიდატებისა და საპრეზიდენტო არჩევნების ნდობის რეიტინგი“, 2014 წლის ივნისში გამოქვყენდა გამოკითხვის შედეგები: „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ნდობის რეიტინგი“, 2016 წლის აპრილში გამოქვეყნდა გამოკითხვის შედეგები: „პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების ნდობის რეიტინგი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ“. უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზაციის ყველა კვლევის მონაცემი უმნიშვნელო ცდომილებით დაემთხვა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დასახელებულ არჩევნებზე მიღებულ ოფიციალურ შედეგებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები