გიორგი ხატიძე ახალგაზრდა პარლამენტართა ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

ჟენევაში გრძელდება საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ასამბლეა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა პარლამენტართა ფორუმი გაიმართა.
ფორუმზე სიტყვით საქართველოს დელეგაციის წევრი, გიორგი ხატიძე გამოვიდა და ამ მიმართულებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. თავის სიტყვაში საქართველოს პარლამენტის წევრმა, პოლიტიკურ ცხოვრებაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გიორგი ხატიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს მზადყოფნას, 2020 წლის გაზაფხულზე უმასპინძლოს ახალგაზრდა პარლამენტართა მსოფლიო ფორუმს, რომელიც საპარლამენტთაშორისო კავშირის ეგიდით ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები