მიშას თოჯინებს ვხედავთ თქვენი სახით აქ – ბესელიამ სამადაშვილს სხდომა დაატოვებინა (ვიდეო)

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, სალომე სამადაშვილს კომიტეტის სხდომა დაატოვებინა.
დებატები დეპუტატებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც სამადაშვილმა მმართველ პარტიას მირზა სუბელიანის და ოთარ ფარცხალაძის მიერ მძევლად აყვანილები უწოდა.
„ფარცხალაძე მოიყვანეთ აქ, ბიძინას თოჯინის მოსმენა მოგვბეზრდა“, – განაცხადა სამადაშვილმა.
ამის საპასუხოდ ბესელიამ განაცხადა, რომ “ნაცმოძრაობის” დრო დასრულდა, რომელსაც მთელი საზოგადოება მძევლად ჰყავდა აყვანილი.
„თქვენ წარმოადგენთ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც მთელი საზოგადოება ჰყავდა მძევლად აყვანილი, თქვენი დრო დასრულდა. ვერ გიშველით სპექტაკლი ან მიბრძანდით ან გაჩუმდით“, – მიმართა ბესელიამ სამადაშვილს და აქვე მას „მიშას თოჯინა“ უწოდა.
ბესელიამ კომიტეტის სხდომაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მირზა სუბელიანთან დაკავშირებით ჩანაწერებზე პარლამენტში მოსმენა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები