პრეზიდენტი ჯარისკაცებს: პოლიტიკურმა დებატებმა თქვენზე არ უნდა იმოქმედოს, თქვენი გმირობა ყოველთვის იქნება დაფასებული

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ჯარისკაცების მოვალეობაზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც მან განაცხადა, პოლიტიკურმა დებატებმა მათზე არ უნდა იმოქმედოს. მისივე თქმით, ქართველი ჯარისკაცების გმირობა ყოველთვის დაფასებული იქნება.
“ქართული ჯარის საკითხი, ჩემთვის შემაშფოთებელი იყო ეს თემა. მინდა მოგმართოთ ქართველ ჯარისკაცებს, თქვენი წმინდა მოვალეობაა დაიცვათ ქვეყანა და იყოთ მტკიცე. არასდროს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ ის საკითხი, რომ ქართულმა ჯარმა გაანადგუროს მტერი ჩვენს ტერიტორიაზე, თქვენი გმირობა ყოველთვის იქნება დაფასებული ამაზე კითხვები არ დაისმება. ქართველი ხალხი მადლიერია თქვენით, ამ პოლიტიკურმა დებატებმა თქვენზე არ უნდა იმოქმედოს. საქართველო, რომელიც ოკუპირებულია, ამ ქვეყნისთვის თქვენ ღვაწლს საზოგადოება დაგიფასებთ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები