სალომე ზურაბიშვილი: აფხაზეთისა და აფხაზების დაბრუნება ჩვენი სიყვარულით, ჩვენი დიპლომატიით და მშვიდობიანი გზით, მოხდება

„აფხაზეთისა და აფხაზების დაბრუნება არ მოხდება ძალადობით. ეს მოხდება, ჩვენი სიყვარულით, ჩვენი დიპლომატიით, ჩვენი მშვიდობიანი გზით, ” – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მას როგორც პრეზიდენტს, როგორც კონსტიტუციის დამცველს, კონსტიტუციით ევალება რომ დაიცვას აფხაზური ენა, მოსახლეობა და ამას გააკეთებს მთელი ენერგიით.
„თვითონ აღარ აქვთ ამის საშუალება და რუსეთი რაც უფრო მძლავრად შედის, ენაც იკარგება და იდენტობაც. ის რაღაცები, რაც დღეს აფხაზეთიდან ისმის, არის სწორედ ამის გამოხატულება. ამას უნდა ვაკვირდებოდეთ და ვფიქრობდეთ, მაგრამ პირველ რიგში, მე, როგორც პრეზიდენტს, როგორც კონსტიტუციის დამცველს, კონსტიტუციით მევალება, რომ დავიცვა აფხაზური ენა, რომელიც წერია ჩვენს კონსტიტუციაში, რომ დავიცვა ჩვენი მოსახლეობა და ამას გავაკეთებ მთელი ენერგიითა და საშუალებებით.
მათთან მისვლის გზა უკვე დაწყებულია. ის არაჩვეულებრივი ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც მუშაობს, არის, ალბათ, დღევანდელ დღეს ყველაზე ეფექტური ბერკეტი, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ უნდა მოვნახოთ კიდევ ძალიან ბევრი. ასევე რუხთან, საავადმყოფოს აშენება არის ძალიან სწორი ნაბიჯი და ბევრი ასეთი ნაბიჯი უნდა გადაიდგას აფხაზეთისა და აფხაზების დასაბრუნებლად. ეს დაბრუნება არ მოხდება ძალადობით. ეს დაბრუნება მოხდება ჩვენი სიყვარულით, ჩვენი დიპლომატიით, ჩვენი მშვიდობიანი გზით, მაგრამ, მოხდება”, – განცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები