ანსამბლ „შვიდკაცასა“ და „Take 6“-ის ერთობლივი კონცერტი გაიმართება
11 აგვისტოს, 19:00 საათზე, Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზი ანსამბლ „შვიდკაცასა“ და 8 „გრემის“ მფლობელი ცნობილი ამერიკული ჯგუფის, „Take 6“-ის ერთობლივ კონცერტს უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კონცერტით „შვიდკაცას“ სცენაზე მოღვაწეობის 20 წლისთავი აღინიშნება და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
ღონისძიებაზე ანსამბლის რეპერტუარიდან პოპულარული სიმღერები ორკესტრთან ერთად შესრულდება. ჯგუფი „Take 6“ „შვიდკაცასთან“ ერთად იმღერებს, ასევე მსმენელსაც შესთავაზებს საკუთარ კომპოზიციებს.
მონაწილეობენ: „შვიდკაცა“, „Take 6“, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით.
დამდგმელი რეჟისორი: ბასა ფოცხიშვილი; მხატვარი: თამარ ფოცხიშვილი.