პროექტი -,,გაატარე ზაფხული გრილად და შემეცნებითად“ გრძელდება

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე ნავთლუღის ქუჩის მცხოვრებლებს, თევზაძეების მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრა და პროექტის -,,გაატარე ზაფხული გრილად და შემეცნებითად“ ფარგლებში, ბავშვებს საჩუქრები – აუზი და გამომცემლობა  ,,პალიტრა L”-ის წიგნები გადასცა.

“სამწუხაროდ, ზაფხულში ბევრი ოჯახი ბავშვების ქალაქგარეთ გაყვანას ვერ ახერხებს. სწორედ ამიტომ წამოვიწყეთ პროექტი, რომლის ბენეფიციარები 3 და მეტშვილიანი ოჯახები არიან.
ჩვენ ვცდილობთ, ბავშვებს საჩუქრები ასაკისა და სურვილების შესაბამისად შევურჩიოთ.
პროექტი შესაძლებლობას იძლევა, რომ მათი დედაქალაქში ყოფნა გრილი და შემეცნებითი გავხადოთ”,- აღნიშნა დეპუტატმა.
როგორც ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, პროექტი ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება და საჩუქრებს კიდევ არაერთი ოჯახი მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები