სამგორში 5 ახალი ფიტნეს-ზონა მოეწყო

სამგორის რაიონში 5 ახალი ფიტნეს-ზონა მოეწყო. თითოეულ ზონაში 10 ტრენაჟორია დამონტაჟებული. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„აღიშნული ფიტნეს-ზონები გიორგი აბაშვილის ქუჩის №3-ში, ჯავახეთის ქუჩის პირველი შესახვევში, №1 კორპუსის მიმდებარედ; ვარკეთილი 3-ში, მე-4 მიკრორაიონის, №420 და №425 კორპუსების მიმდებარედ; ლილოს დასახლებაში, ჭირნახულის ქუჩის № 18-ის მიმდებარე სკვერში; დიდ ლილოში, ერეკლე მეორის ქუჩის №43-ის მიმდებარე სკვერში მოეწყო“,- აცხადებენ მერიაში.
2018 წელს სამგორის რაიონის გამგეობამ სხვადასხვა მისამართზე ჯამში 12 ფიტნეს-ზონა მოაწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები