ყრუ და სმენადაქვეითებული საზოგადოებისთვის ნანა ჯანელიძის ფილმის ჩვენება გაიმართება

23 ივლისს, 20:30 საათზე, “მზიურის” ტერიტორიაზე გაიმართება ნანა ჯანელიძის ფილმის – „ნეტავ, იქ თეატრი არის?!” – ჩვენება. ფილმი ადაპტირებულია ყრუ და სმენადაქვეითებული საზოგადოებისთვის.
როგორც „კვირას“ ეროვნული კინოცენტრიდან აცნობეს, ფილმის ჩვენების შემდეგ მოეწყობა დისკუსია, რომელსაც ფილმის რეჟისორი – ნანა ჯანელიძე და მთავარი როლის შემსრულებელი, ლეგენდარული ქართველი მსახიობი – კახი კავსაძე დაესწრებიან.
“კინო ჟესტებით” ახალგაზრდა ხელოვანთა საერთაშორისო გაერთიანების პროექტია, რომელიც ეროვნული კინოცენტრის, საქართველოს ყრუთა კავშირის და კომპანიის adjaranet.com მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის მიზანია, ფილმები ყრუ და სმენადაქვეითებული საზოგადოებისთვის ჟესტური ენის გამოყენებით იყოს ხელმისაწვდომი. ამ ეტაპზე ადაპტირებულია 10 ფილმი.
ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები