პატრიარქი დღეს 600-ზე მეტ ბავშვს მონათლავს

პატრიარქის ნათლული დღეს კიდევ 600–ზე მეტი ბავშვი გახდება.

პეტრე–პავლობის დღესასწაულზე, 54–ე საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. პატრიარქის ნათლულებს ნათლობის ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადაეცემათ.

ნათლობის დასრულების შემდეგ, სამების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II მიბრძანდება, ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.

დღეისთვის უწმინდესს 35 538 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები