უშიშროების საბჭოს სხდომას მამუკა ბახტაძეც დაესწრება

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელიც ხვალ გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც დაესწრება.
საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, პრეზიდენტის რეზიდენციაში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა ხვალ, 6 ივლისს, 19:30 საათზე გაიმართება.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ნატო-ს ბრიუსელის 11-12 ივლისის სამიტისთვის მზადების პროცესში საქართველოს ხელისუფლების კოორდინაციასთან დაკავშირებული საკითხებისა და ქვეყნის თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროგრესის განხილვა.
„საბჭოს წინაშე მოხსენებებით წარსდგებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია“, – აცხადებენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები