სააკაშვილი საიას აკრიტიკებს: უხერხულად ვიგრძნობდი თავს ამ განცხადების ავტორთა ადგილზე

არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც საია “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენაზე საუბრობს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება და ორგანიზაციას მწვავედ აკრიტიკებს.

“ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი?! რა განცხადებებიც არ უნდა გამოაცხონ, რა პოლიტიკური დევნაც არ უნდა განახორციელონ ჩვენ აუცილებლად ავუნაზღაურებთ, უსამართლოდ გაყრილ ხალხს სახელმწიფო სამსახურებიდან მივცემთ კომპენსაციას, გავყინავთ უსამართლო კრედიტებს, დავაბრუნებინებთ ხალხს კრედიტებს, არა ივანიშვილის ვალუტის კურსით, არამედ სააკაშვილის ვალუტის კურსით 1.65 ლარზე. აი, ეს იქნება, რასაც გავაკეთებთ.

შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ საქართველოში ოლიგარქების, მევახშეების ხელისუფლება დასრულდება. საქართველო დაუბრუნდება სწრაფი განვითარების გზას და თითოეული მოქალაქე ამოისუნთქავს შვებით”, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოქალაქეებისთვის „გარანტიის სერტიფიკატების“ გადაცემას ეხმაურება დ პარტიას ამომრჩეველზე ზეგავლენაში ადანაშულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები