ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“ გაიმართება
2018 წლის ივლისიდან ნოემბრის თვის ჩათვლით, საქართველოს რვა რეგიონში ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონალური კულტურის განვითარების ხელშეწყობა და მხარდაჭერა. ფესტივალის სლოგანია – „დაუბრუნდი ერთი დღით შენს ფუძეს“. თითოეულ ღონისძიებაზე ერთ სივრცეში იქნება წარმოდგენილი რეგიონის ფოლკლორული მახასიათებლები. ღონისძიებაში მონაწილეობას 10 000-მდე ადამიანი მიიღებს, მათ შორის რეგიონის ფოლკლორის წარმომადგენლები და პოპულარული ქართველი შემსრულებლები.
„ფუძეობა“ კომპანია GeoTourist-ის საავტორო სოციალური პროექტია, რომელიც მუნიციპალიტეტებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, პროექტ CHECK IN GEORGIA-ს და „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ხორციელდება.