ხელოვნების სკოლა „დანტეს“ მოსწავლეთა ფერწერისა და ძერწულობის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

 საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში  ხელოვნების სკოლა „დანტეს“ მოსწავლეთა ფერწერისა და ძერწულობის წლიური შემაჯამებელი გამოფენა გაიხსნა.
როგორც „კვირას“ ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება – თბილისის კომიტეტიდან“ აცნობეს, გამოფენის გახსნას დაესწრნენ; იტალიის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ანტონიო ენრიკო ბარტოლი, ელჩის მოადგილე – სტეფანო კრეშენცი. აგრეთვე: იტალიის საელჩოს, დიპლომატიურ კორპუსთა, საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC), ევროპის კულტურულ ინსტიტუციათა საერთაშორისო ქსელის (EUNIC), საგარეო საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ასოციაციების წარმომადგენლები.
გამოფენა  29 ივნისს დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები