ფესტივალ ,,Art-გენის” რეგიონული ტურნე გურიაში, ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმში გრძელდება
ფესტივალი „Art-გენი 2018“ დღეს, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, გურიას ესტუმრება.
Art-გენს ლანჩხუთში სოფელ არჩეულში მდებარე ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმი უმასპინძლებს.
ფესტივალი 17:00 საათიდან საინტერესო გამოფენებით გაიხსნება. მოწყობა ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნების“ საჩვენებელი შოუ და ლელო-ბურთის თამაში. ასევე, გაიმართება ფოლკლორული კონცერტი, რეგიონული ანსამბლების მონაწილეობით. დღის ბოლოს კი დასკვნით კონცერტს ჯგუფი „ფრანი“ გამართავს.
,,Art-გენი 2018”-მა სტარტი 21 ივნისს მაღალმთიანი აჭარიდან აიღო. ფესტივალი წელს საქართველოს 4 რეგიონში 9 დღის განმავლობაში იმოგზაურებს. გურის შემდეგ, იმერეთს და ლეჩხუმს ესტუმრება.
,,Art-გენი 2018“-ის თბილისის ტური 8-15 ივლისს, ტრადიციულად, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართება. 8 ივლისს თბილისის ტურს ნინო ქათამაძე და ჯგუფი „ისაითი“ გახსნიან, 15 ივლისს კი ნიაზ დიასამიძის და ჯგუფ „33ა”-ს კონცერტით დაიხურება. წელს პირველად, ,,Art-გენზე” ჰიპ-ჰოპის დღე გაიმართება. Art-გენის მაყურებელს, ტრადიციულად, ელოდება „სუხიშვილების“ რობი კუხიანიძის, ჯგუფ ,,ფრანის” და ჯგუფ ,,ReGGaeon” -ის კონცერტები. ასევე, უკვე მეორედ, ,,Art-გენის” სცენა ჯგუფ ,,Asea Sool”-ს დაეთმობა.