„სად არის სისხლი ბროლისფერ თოვლის“ – გიორგი ბუნდოვანის პოეტური კრებულის წარდგენა გაიმართება

25 ივნისს, 19.00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში პოეტისა და არტისტის გიორგი ბუნდოვანის (ამჟაამად მორჩილი გიორგის) შემოქმედებითი საღამო და მისი ახალი კრებულის – „სად არის სისხლი ბროლისფერ თოვლის“ წარდგინება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს,  ავტორი წაიკითხავს ლექსებს ახალი კრებულიდან. ასევე ნაჩვენები იქნება გიორგი ბუნდოვანისა და მისი ყოფილი არტჯგუფის „სტიგმატის“ ორი მინი-არტ ფილმი (კინო-პოეზია).
კრებულისა და ავტორის შესახებ ისაუბრებენ: კრიტიკოსი დავით ჩიხლაძე, კრებულის რედაქტორი ზაურ ნაჭყებია, მამა გურამ ოთხოზორია, პოეტი ზურაბ პაპიაშვილი და სხვები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები