„არ მივცეთ უფლება ლეიკემიას, შეწყვიტოს ვატოს ვიოლინოს ხმა“ – საქველმომქედო საღამო გაიმართება

22 ივნისს, 20:00 საათზე, სასტუმრო “ბილტმორ თბილისის” საბალო დარბაზში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი “ვატოსთვის”.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნოებს, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მევიოლინეს, 26 წლის ვატო მაღრაძეს, დაუდგინდა მწვავე ფორმის ლიმფობლასტური ლეიკემია. ვატო გადის მკურნალობის კურსს გერმანიაში, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მისი მეგობრების უდიდესი ძალიასხმევით ტარდება საქველმოქმედო კონცერტები როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.
სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“ ჩაერთო აქციაში და უსასყიდლოდ გადმოგვცა საბალო დარბაზი, სადაც გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი „ვატოსთვის“.
კონცერტში მონაწილეობენ:
ახალგაზრდული სიმებიანი ორკესტრი – დირიჟორი: გიორგი აფრიამაშვილი;
თბილისის გოგონათა გუნდი თბილისის გოგონათა გუნდი – დირიჟორი: ომარ ბურდული;
„ტანგო აკადემია“ – კობა შონია & მარიამ ჭარხალაძე.
ახალგაზრდული კამერული ორკესტრის მიერ შესრულდება მსოფლიო კლასიკოსთა ნაწარმოებები. თბილისის გოგონათა გუნდი წარდგება განსხვავებული ჟანრის პოპულარული ნაწარმოებებით. კონცერტზე გაიმართება პრემიერა – თბილისის გოგონათა გუნდი და ტანგო აკადემიის მოცეკვავეები ერთობლივად შეასრულებენ ტანგოს.
ორგანიზატორების თქმით, აღსანიშნავია, რომ თბილისში ამ ფორმატის ღონისძიება გაიმართება პირველად და ის მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი იქნება.
მოწვეული სტუმრებისათვის გაიმართება ხელნაკეთი ნივთების, აქსესუარების და ნახატების გამოფენა – გაყიდვა.
ღონისძიების პარტნიორი – კომპანია „ძმები ასკანელი” · „ასკანელი ძმები“ გაუმასპინძლდება სტუმრებს ბრენდირებული საუკეთესო ღვინით და სხვადასხვა სახის სასმელით.
საქველმოქმედო კონცერტიდან შესული თანხა სრულად ჩაირიცხება ვატოს აბგარიშზე.
„გთხოვთ, მობრძანდეთ და დაუდგეთ გვარდში ვატოს მეგობრებს, რათა ერთობლივად შევძლოთ ახალგაზრდა, ნიჭიერი მევიოლინეს გადარჩენა! არ მივცეთ უფლება ლეიკემიას, შეწყვიტოს ვატოს ვიოლინოს ხმა“! – აცხადებენ ორგანიზატორები.
საქველმოქმედო კონცერტიდან შესული თანხა სრულად ჩაირიცხება ვატოს ანგარიშზე.
ა(ა)იპ “ქალთა თანადგომა მშვიდობისათვის” ორგანიზებითა და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, ასევე სასტუმრო “ბილტმორ თბილისის” მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები