„ეს არის საქართველო“ – არნოლდ გეგეჭკორისადმი მიძღვნილი იზა ვეფხვაძის სპექტაკლი კოზმანის სალოცავთან გაიმართება

1 ივლისს, კვირას, 13:00  საათზე, კოზმანის სალოცავთან, ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი მორიგ სპექტაკლს გამართავს.
როგორც „კვირას“ ხარაგაულის თეატრის დირექტორმა, რეჟისორმა და მსახიობმა იზა ვეფხვაძემ  განუცხადა, სპექტაკლი პროექტ „ჩემი საქართველო აქ არის” ფარგლებში გაიმართება. ამჯერად  ლიტერატურული სპექტაკლი – „ეს არის საქართველო“  ეძღვნება თსუ-ს სრულ პროფესორს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, ბიოგეოგრაფს და მოგზაურს, ბატონ არნოლდ გეგეჭკორს.
კოზმანის სალოცავთან მისასვლელი დასავლეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზის გადასახვევთან, სოფელ ამაშუკეთთან  მდებარეობს. ტრანსპორტი მიდის ბოლომდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები