ჯერონიმოს ბოლო ომზე და აპაჩების სამხედრო წინააღმდეგობის დასასრულზე საჯარო ლექცია გაიმართება

22 ივნისს, 17:00 საათზე, ეროვნულ არქივში, ისტორიკოს მიხეილ ბარნოვის საჯარო ლექცია – „ჯერონიმოს ბოლო ომი – აპაჩების სამხედრო წინააღმდეგობის დასასრული ველურ დასავლეთში (უძლიერესი ინდიელი მეომრების წარსული და მათი შთამომავლების თანამედროვეობა)“ – დაეთმობა აშშ-ის დასავლეთში ფედერალური არმიის ინდიელებთან ყველაზე ხანგრძლივი სამხედრო დაპირისპირების ბოლო ეპიზოდს – ჩირიკაუა აპაჩებისა და ჯერონიმოს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას.
განხილული იქნება აპაჩების ტრადიციული კულტურის ცალკეული ასპექტები, სამხედრო ხელოვნება და ჯერონიმოს პიროვნების შეფასება ინდიელთა და ამერიკელთა პერსპექტივიდან, ასევე საუბარი იქნება აპაჩების თანამედროვე ყოფაზე მესკალეროს რეზერვაციაში.
მიხეილ ბარნოვი – ისტორიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის, ამერიკათმცოდნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები